ზურაბ კიწმარიშვილი: სავარაუდოდ, დეტალების გასაჯაროება მომავალ კვირაში მოხდება

სავარაუდოდ, დეტალები მომავალ კვირაში გასაჯაროვდება, – ამის შესახებ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც პროკურატურა დასკვნას დადებს, ამის შემდეგ შეჯამდება დეტალები.
„სავარაუდოდ, დეტალების გასაჯაროვება მომავალ კვირაში მოხდება. არის მასალა, რომლის გამოტანის უფლებაც ჩვენ არ გვაქვს, რომ ეს მასალა სხვა რაღაცებს შევადაროთ. ხდება ამ დეტალების ჩაწერა. რაღაცები გვამახსოვრდება, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ დაიმახსოვრებ?! ბოლოს დავსხდებით და ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შევაჯამებთ.
როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ მზად ვართ, დეტალებზე საჯაროდ ვისაუბროთ. იქნება ეს საგაზეთო ინტერვიუს ფორმატი თუ ტელეეთერი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს ისეთი საქმეა, სადაც დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა კიწმარიშვილმა გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები