„თი-ბი-სი“ გალერეაში დოკუმენტური ფილმის „ექვთიმეს“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება
4 ნოემბერს „თი-ბი-სი“ გალერეაში ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმის „ექვთიმეს“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ფილმი შექმნილია სახელმწიფო სუბსიდიით კინოცენტრის კონკურსის საფუძველზე. ქართული საგანძურის მცველისა და დიდი მეცნიერის – ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით. 2013 წელი იუნესკომ ექვთიმეს წლად გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით ფილმის შექმნის იდეა ეკუთვნის ეროვნულ კინოცენტრს. ფილმის სცენარის ავტორია ნინო ნატროშვილი.