„საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საქართველოს პირველი ილუსტრირებული ისტორიის პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია, პროექტის პარტნიორი და ერთ-ერთი წიგნის ავტორი გიორგი კალანდიაა. პროექტს პარტნიორობას უწევს: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; საქართველოს ეროვნული არქივი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცეტრი.
საქართველოს ილუსტრირებული ისტორია საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს.
წიგნები გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გაიყიდება.
დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ.
ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს.