თელავის ღვინის პირველი ფესტივალი „თელავინო – 2014“ გაიმართება

7 ნოემბერს „კახეთის მეღვინეთა გილდია“ თელავში, თელავის ღვინის პირველ ფესტივალს „თელავინო – 2014“-ს გამართავს, რომელიც ქართული მეღვინეობის, ვაზის, ღვინისა და მასთან შერწყმული კულტურული ტრადიციების პოპულარიზაციასა და განვითარებას ეძღვნება.
„თელავინო – 2014“-ის ფესტივალის სტუმარს შესაძლებლობა ექნება, შემოდგომაზე, კახეთის გულში – მეფე ერეკლეს სატახტო ქალაქში, „პატარა კახის“ დაბადების დღეს, თელავ-ქალაქობის ზეიმზე, დააგემოვნოს დიდი და მცირე ქართული კომპანიების მიერ ნაწარმოები 500 -მდე სხვადასხვა ტიპის და ასაკის ღვინო. აქვე, ცალკე საგამოფენო სივრცეში ფესტივალ „new ნადიმის“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნებიან ქართული ყველის და თაფლის მწარმოებელი კომპანიები, რაც იძლევა უნიკალურ შანს სხვადასხვა ღვინის ყველის ერთობლივი დეგუსტაციის და მათი საგემოვნო თვისებების შეფარდებისა.
„თელავინო -2014“ ყველა სტუმარს ელის საჩუქრი: მსოფლიოში ცნობილი კომპანიის „Spigelau“-ს მიერ წარმოებული სპეციალური ღვინის სადეგუსტაციო ჭიქა „თელავინო – 2014“ ლოგოთი; მხოლოდ ამ დღეს ფესტივალის სტუმარს ეძლევა შანსი სადეგუსტაციო ჭიქის წარდგენისას 20% ფასდაკლებლებით შეიძინოს 500 სახეობის ქართული ღვინო. ღვინოების ჩამონათვალი განთავსდება კახეთის მეღვინათა გილდიის საიტზე 25 ოქტომბრიდან. „თელავინო“-2014 ფესტივალზე პარალელურად „New ნადიმი- 2014“ ფარგლებში ცალკე პავილიონებში წარმოდგენილი იქნება ყველისა და თაფლის მცირე და დიდი საწარმოები, ასევე ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრები. „თელავინო -2014“ ფესტივალი თელავის თეატრის შენობაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები