რენო სირაძის ლექცია
5 ნოემრბერს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე რენო სირაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას – „ადრეული რენესანსის დიდი ოსტატების ფერწერის ტექნიკა“.
რენო სირაძე დაიბადა 1949 წელს, ქალაქ თბილისში. 1977 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და მიენიჭა არქიტექტორის წოდება.
1979 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ფინეთში, როგორც სხვადსხვა არქიტექტურულ სახელოსნოებში, ასევე თავის არქიტეტურულ ფირმაში. არის მრავალი პროექტის თანაავტორი და ავტორი. 2013 წლიდან პენსიაზეა და, ძირითადად, გრაფიკით და ფერწერით არის დაინტერესებული. დასწრება თავისუფალია.