დათო ტურაშვილის საღამო
5 ნოემბერს თსუ-ის I კორპუსის 321-ე აუდიტორიაში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი „დათო ტურაშვილის საღამოს“ გამართავს.
ღონისძიების განმავლობაში მწერალი დათო ტურაშვილი განიხილავს თავის შემოქმედებას.
გაიმართება დისკუსია დამსწრე საზოგადოებასთან. შეხვედრა გაიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში. შესაძლებელი იქნება წიგნების შეძენა. წიგნები გაიყიდება ავტორის ავტოგრაფით.
დასწრება თავისუფალია.