თბილისში ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი გაიმართება

  თბილისის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 2-დან 8 ნოემბრამდე, რიგით მეექვსე, “თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, თბილისს მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები ესტუმრებიან.
საფესტივალო ექვსი კონცერტი თბილისის სხვადასხვა დარბაზებში გაიმართება, რომელშიც გარდა უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებისა, ქართული ორკესტრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
“თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის” მიზანი არა მხოლოდ ქართველი მსმენელისთვის უცნობი ნაწარმოებების შესრულებაა, არამედ საგანმანათლებლო მისიაც აკისრია. ყველა ჩამოსული სტუმარი მართავს ყოველდღიურად გაკვეთიელებს კონსერვატორიის და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები