6 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალი იწყება

  6 ნოემბერს თბილისის საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალი იწყება. ღონისძიება 14 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვნების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
პროექტი ხელოვანებს საშუალებას მისცემს თბილისის სხვადასხვა დარბაზსა და არაორდინალურ ადგილებში წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები, დაესწრონ ღია პანელებსა თუ მოლაპარაკებებს.ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: თენგიზ სეფიაშილი, ნინო სეფიაშვილი, მერაბ გუგუნაშვილი, სოფო გონგლიაშვილი, დავით სულიკაშვილი, ლაშა მდინარაძე, ნია გვათუა, დათო მაჭავარიანი (კაკადუ), ვიკა გაზინსკაია, ლაშა დევდარიანი, ირინა გაჩეჩილაძე, გიორგი მჟავანაძე “MODAOMI“, დინა ოგანოვა, DONANOFF (უკრაინა), BENEDETTA BRUZICCHES (იტალია).
ფესტივალის სტუმრებს შორის იქნებიან ცნობილი უცხოელი მედიისა და კინომატოგრაფიის წარმომადგენლები, როგორიცაა The Daily Telegraph-ის ხელმძღვანელი – ჰილარი ალექსანდერი; ბრიტანეთის მოდის კინომატოგრაფიის დირექტორი-მერი შულერი;პროდიუსერი და რეჟისორი კატრინ ფერგუსონი, რომლის ფილმებიც მოხვდა ისეთ მედია არხებზე, როგორიცაა -MTV, BBC და Vogue.
ფესტივალი საქველმოქმედო ფონდის „Societe Anonyme”-ის ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ქართველ ხელოვანებს ეძლევათშანსი მსოფლიო მასშტაბით რეჟისორებს, ჟურნალისტებს, მხატვრებს, დიზაინერებს, მსახიობებსა და ხელოვნების სხვა წარომადგენლებს გააცნონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე გაიზიარონ მათი გამოცდილებები. საქველმოქმედო ფონდი „Societe Anonyme”მიმდინარე ფესტივალის გარდა აერთიანებს რამდენიმე წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ფესტივალს საინფორმაციო მხარდაჭერას ქართულ მედია არხებთან ერთად გაუწევს Vogue–ის ფრანგული, უკრანიული, რუსული და იტალიური გამოცემები, ასევეჟურნალი Tatler,Elle Italy,Sleek Magazine, women’s wear daily (wwd), Le Bon Marché, Harvey Nichols.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები