ნამდვილი მამაკაცის ცხოვრების 10 წესი
დიდი სახლის ასაშენებლად მყარი საძირკველი გინდათ, რომელზეც ლამაზი კედლები აიგება. დიდი ადამიანი რომ გახდე, მყარი საფუძველი უნდა არსებობდეს, რაზეც შემდეგ სხვა ისეთი წვრილმანების დამატება იქნება აუცილებელი, რაც კაცს ნამდვილ მამაკაცად აქცევს. რაც მთავარია, მამაკაცი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი არჩეული გზა სწორია! ახლა იმ თვისებების ჩამონათვალს მოგახსენებთ, რაც ნამდვილ მამაკაცს უნდა ახასიათებდეს. ეს ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, უნივერსალური არ არის, ამიტომ სხვადასხვა ეროვნებისა და მენტალობის ადამიანისთვის შესაძლოა, დამატებითი პუნქტებიც გახდეს საჭირო, ან აქ მოცემულ, რომელიმე უკვე არსებულ პუნქტზე უარის თქმა. მოკლედ, “კვირა“ კიდევ ერთხელ შეეხება ამ, თითქოსდა, უკვე ათასჯერ ,,გადაღეჭილ“ თემას. დასაწყისში კი ერთ რამეზე შევთანხმდეთ, რომ შინაგანი არსი მამაკაცში ყველაზე მთავარია და მისი გამოსარკვევი სხვადასხვა საშუალება არსებობს. გაგაცნობთ ათ მათგანს.
№ 1: ნამდვილი მამაკაცი ძლიერი მამაკაცია! – ნამდვილი მამაკაცი არ ტირის, არ წუწუნებს და ზედმეტად არ ჩივის. არ არის სჭირო ყოველ წამოხველებაზე ექიმებთან სირბილი. ნამდვილი მამაკაცი გადაწყვეტილებას იღებს და შედეგებით ცხოვრობს. იგი საკუთარ სიტყვებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებს. ის წარმატებული ,,ფირმაა“, ცხოვრებას სილას გააწნავს და გზას გააგრძელებს. გამარჯვების შემთხვევაში კი ძუნწად გასცემს წირპლიან ემოციებს.
№ 2: ნამდვილი მამაკაცი სწორად ორიენტირებულია! – ნამდვილმა მამაკაცმა იცის განსხვავება მნიშვნელოვანსა და არამნიშვნელოვანს შორის! იგი არ კარგავს დროს სისულელეებზე, რაც მისთვის არაფრის მომცემია, მისი გატაცებაც კი მიზანმიმართულია, ჩვენი გმირი: ძალაუფლებაზე, ფულსა და ოჯახზეა ორიენტირებული. იგი არაა სექსზე კონცენტრირებული, სექსი ჯილდოა, რომელიც ძალაუფლებას, ფულსა და ცოლს ახლავს. თუკი ცოლი არ გაკმაყოფილებთ, მაშინ საამისოდ სხვა ქალებიც არსებობენ, რომლებიც სიამოვნებით გახდებიან თქვენი, მით უფრო, თუკი თქვენ ფული გაქვთ.
№ 3: ნამდვილ მამაკაცს შეგნებული აქვს ოჯახის აუცილებლობა! – იგი ძლიერი ტრადიციებისა და ისტორიის ოჯახს ქმნის და საამისო გამოცდილებას წინაპრებისგან იღებს. შვილები მისთვის მთავარია და სხვაგვარად არც შეიძლება. ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მამაკაცი მათ აღსაზრდელად ვერ იცლის. ნამდვილ მამაკაცს უნდა ახსოვდეს, რომ ოჯახი ეს ორგანიზაციაა, ფირმაა, რომელსაც იგი მთელი ძალით დაიცავს.
№ 4: ნამდვილი მამაკაცი ჭორიკანა არ არის! – ნამდვილ მამაკაცს ენა კბილით უჭირავს. იგი ინფორმაციას, რომელსაც ფლობს,- არ ახმაურებს და ქალურ თამაშებში, როცა ერთი მეორეზე ლაპარაკობს, არ მონაწილეობს. ნამდვილი მამაკაცი არ იხილავს იმას, რაც არ იცის, და იმ ადამიანებზე არ საუბრობს, ვისაც არასოდეს შეხვედრია.
№ 5: მამაკაცის სიტყვა მისი შესრულების გარანტიაა! – როდესაც ძლიერი მამაკაცი დაპირებას იძლევა, ის სიტყვას აუცილებლად ასრულებს. ნამდვილი მამაკაცი უფრო სიკვდილს არჩევს, ვიდრე ნათქვამზე უარს იტყვის!. მან იცის, რომ მის სიტყვებს ისეთივე ძალა აქვს, როგორც მას თავად!
№ 6: ნამდვილი მამაკაცი იღწვის, რომ ყველასათვის მისაბაძი გახდეს! – ძლიერი მამაკაცი საკუთარ თავს და სხვებს, თუკი ისინი ამას იმსახურებენ, პატივს სცემს. მას სამუშაოა არასოდეს მიაქვს სახლში. არ არის აუცილებელი, შვილებმა იცოდნენ, რომ მათი მამა ის ხელმძღვანელია, რომელიც ვირივით მუშაობს. იგი საკუთარი შვილებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს.
№ 7: ნამდვილი მამაკაცი საკუთარ ბედს თავად ქმნის! – ნამდვილი მამაკაცი არ იღებს მოწყალებასა და ქველმოქმედებას,- როცა საქმე მის ბედს ეხება. მას არ აკმაყოფილებს მამისგან მიღებული მემკვიდრეობა, იგი ქალბატონ ბედს აფურთხებს და ბედს თავად ქმნის. მამაკაცი, რომელიც მემკვიდრეობას მიიღებს მამისგან, ვალდებულია, შვილებს ათჯერ მეტი დაუტოვოს.
№ 8: ნამდვილი მამაკაცი ქალს არ ჰგავს! – ნამდვილ მამაკაცს არა აქვს პირსინგი და გრძელი თმები. იგი მკერდს არ იპარსავს! იგი თავს მასაჟის უფლებას უნდა აძლევდეს, რადგან იცის, რომ მისი პირადი ჰიგიენის ამბები ქალებს უნდა აღელვებდეთ, დანარჩენს პარიკმახერი მიხედავს. სხვებისგან გამორჩეული რომ იყოს, ნამდვილ მამაკაცს სულ მცირე სამი ძვირფასი კოსტიუმი უნდა ჰქონდეს და მათ კვირაში სამჯერ უნდა იცვამდეს.
№ 9: ნამდვილ მამაკაცს სახლი წესრიგში უნდა ჰქონდეს! – იგი იატაკზე დამჯდარი არ მიირთმევს პიცას, მისი მაისურები და კომუნალური გადასახადების ქვითრები მთელ ოთახში მიმოფანტული არაა. გახსოვდეთ,- თუკი მას სახლი არა აქვს მოწესრიგებული, მაშინ სამსახურებრივ საქმეებსაც ვერ მოაგვარებს.
№ 10: ნამდვილ მამაკაცს საკუთარი თავის დაცვა შეუძლია! იცით, რა გვაკლია თანამედროვე სამყაროში? ლიდერები, რომლებიც საკუთარ გზას თავად გაიკვალავენ. ნამდვილი მამაკაცი ეს, პირველ რიგში, მისი სიმამაცე და ძალაა, რისი საშუალებითაც მან სოციალური როლის მწვერვალს მიაღწია. იგი თავს უბრალოდ იჭერს,- ეს მისთვის ბონუსია. მან იცის ხმამაღალი და ჭკვიანური სიტყვები, მაგრამ საუბარში იშვიათად იყენებს, მით უფრო იდიოტების წინაშე, რომელებსცა მიაჩნიათ, რომ ისინი მათზე ჭკვიანები არიან.
მომზადებულია ,,კვირის” მიერ უკრაინული ინტერნეტგამოცემა
,,ობოზრევატელის” მიხედვით