ხულოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ხულოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გულისხმობს სოფლებისთვის პრიორიტეტული პროექტების ერთობლივად შერჩევასა და დაგეგმვას.

“შეხვედრების ფორმატი მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს, თუ რომელი პროექტებია მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. შედეგად, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სწორედ ის ინიციატივები, რომლებიც ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარეობს და მაქსიმალურად არის მორგებული კონკრეტული თემების მოთხოვნებზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვერებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერ ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთა ერთად დაესწრო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარებაში. მისი თქმით, პრიორიტეტულია თითოეული სოფლის საჭიროებების გათვალისწინება და იმგვარი პროექტების განხორციელება, რომლებიც რეალურად აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს.

პროგრამა ხულოს მუნიციპალიტეტის 83-ივე სოფელში ხორციელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები