სერბეთი ისრაელთან ერთად საბრძოლო დრონებს გამოუშვებს

სერბეთი ისრაელთან ერთად საბრძოლო დრონებს გამოუშვებს, რაც მისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და იარაღის წარმოების გაზრდის ინიციატივის ნაწილია.

ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომლის ციტირებასაც The Guardian-ი აკეთებს.

როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, „მსოფლიოს ამ ნაწილში ჩვენ გვეყოლება საუკეთესო დრონები“.

მანვე დასძინა, რომ დრონები იაფი არ იქნება, მაგრამ ძალიან ეფექტური იქნება ჯავშანტექნიკის განადგურებაში.

ვუჩიჩმა მომავალი პროცესის დეტალები არ დააკონკრეტა.

„ჩვენ არ ვიცით, როგორ ვაწარმოოთ დრონები ისე, როგორც ამას ისრაელი აკეთებს. მე ვამაყობ ამ (გეგმით), ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, ეს იქნება 50/50-ზე გაყოფილი“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები