ჰორმუზის სრუტის ბლოკადაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტების ბლოკადაში 10 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი, ათზე მეტი სამხედრო გემი და ათობით თვითმფრინავი მონაწილეობს.

„პირველი 24 საათის განმავლობაში ვერცერთი გემი ვერ შეძლო ამერიკული ბლოკადის გავლა და ექვსმა სავაჭრო გემმა შეასრულა ამერიკული ძალების ბრძანება, შემობრუნებულიყო და ომანის ყურეში ირანის პორტში დაბრუნებულიყო“, – იუწყება აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები „მხარს უჭერენ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მოძრავი გემების ნავიგაციის თავისუფლებას“. გაურკვეველია, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ის სამხედროები ამჟამად სრუტეში სავაჭრო გემებს ესკორტს უწევენ.

13 აპრილს შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების სრული საზღვაო ბლოკადა დაიწყო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ ნებისმიერი ირანული გემი, რომელიც მათ მიუახლოვდება, განადგურდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები