იტალიამ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმება შეაჩერა

იტალიის ხელისუფლებამ ისრაელთან თავდაცვის შეთანხმების ავტომატური გახანგრძლივება შეაჩერა,- ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

“არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს ისრაელთან თავდაცვის შეთანხმების ავტომატური განახლება“, – განაცხადა მან.

მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო სიტუაცია სამშვიდობო მოლაპარაკებების წინსვლისთვის მუშაობის გაგრძელებას მოითხოვს.

მელონის გადაწყვეტილებამდე, 8 აპრილს, ბეირუთის სიახლოვეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს ლიბანში გაეროს მანდატის ქვეშ მყოფ იტალიელ სამხედროებს.

შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, იტალია ინციდენტს მალევე გამოეხმაურა და მელონიმ მომხდარს “სრულად მიუღებელი” უწოდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩი რომში დაიბარა.

ცნობისთვის, მედიის განახმად, აქამდე მელონის მთავრობა ევროპაში ისრაელის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე იყო, თუმცა, ბოლო პერიოდში იტალიამ ლიბანში ისრაელის იერიშები გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები