„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ლიბან-ისრაელის მოლაპარაკებების შედეგებს არ აღიარებს

შიიტური მოძრაობა „ჰეზბოლა“ არ აღიარებს არცერთ შეთანხმებას, რომელიც შესაძლოა მიღწეული იყოს ისრაელსა და ლიბანს შორის ამ კვირაში, შეერთებულ შტატებში დაგეგმილ პირდაპირ მოლაპარაკებებზე.

ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა, ვაფიკ საფამ, Associated Press-ს განუცხადა.

„რაც შეეხება ლიბანსა და მის ისრაელელ მტრებს შორის მოლაპარაკებების შედეგებს, ისინი ჩვენთვის არანაირ ინტერესს ან შეშფოთებას არ წარმოადგენს. ჩვენ არ ჩავთვლით თავს ვალდებულად იმით, რაზეც ისინი შეთანხმდებიან“, – თქვა საფამ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ადრე განაცხადა, რომ 14 აპრილს ლიბანურ მხარესთან მოლაპარაკებების დროს ებრაული სახელმწიფო შეეცდება, “ჰეზბოლას” განიარაღებას არა მხოლოდ სამხრეთ სასაზღვრო რაიონებში, არამედ მთელ რესპუბლიკაში.

ცნობითვის, ორივე მხარე შეერთებულ შტატებში ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები