ლევან მაჭავარიანი: ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი

„ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება საქართველოში, საქართველოს გავლით, ეს თავის მხრივ კიდევ ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტში ვმონაწილეობთ. პირველ რიგში, შუა დერეფანი, რომლის მნიშვნელობაც გაასმაგებულია მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სადაც საკვანძო ადგილს ვთამაშობთ, ვართ ფაქტობრივად ხერხემალი ამ პროექტის აზერბაიჯანთან ერთად. რაც ამ პროექტის გასავითარებლად არის მნიშვნელოვანი, აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით.

ესენია ავტოსაგზაო მაგისტრალები, პორტები, აეროპორტების გაფართოება, რკინიგზის მოდერნიზება. უშუალოდ ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი. აქაც აზერბაიჯანთან ერთად ვმონაწილეობთ. რუმინეთი და უნგრეთია ევროპის მხრიდან, ვისაც უკავშირდება ეს ყველაფერი და შემდეგ იშლება ევროპაზე.

როდესაც ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება საქართველოში, საქართველოს გავლით, ეს თავის მხრივ კიდევ ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები