ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მთავარ საინვესტიციო ოფიცერს რეგიონული სახელმწიფო პროექტებისა და გლობალური კორპორატიული დაფინანსების მიმართულებით, კონსტანტინ ლიმიტოვსკისა და ბანკის საჯარო სექტორის კლიენტთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, სიაოჰონგ იანგს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება, ენერგეტიკა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

ფინანსთა მინისტრმა AIIB-ის მთავარ საინვესტიციო ოფიცერს გააცნო მიმდინარე პერიოდის მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები