თბილისში საერთაშორისო ხელოვნების, მოდის და კულტურის ფესტივალი გაიმართება

საერთაშორისო ხელოვნების, მოდისა და კულტურის ფესტივალი თბილისში 6-დან 14 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
ხელოვანებს საშუალება ექნებათ, თავიანთი ნამუშევრები სხვადასხვა დარბაზში და საგამოფენო სივრცეში წარმოადგინონ. ღონისძიებაში მხატვრები, დიზაინერები, ფოტოგრაფები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი 6 ნოემბერს სასტუმრო „რუმსში“ თენგიზ სეფიაშვილის გამოფენით გაიხსნება. ამ ღონისძიებას თბილისი წელს პირველად მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები