ხელოვნების სასახლეში „ვამპირული ომების“ წარდგინება გაიმართება

31 ოქტომბერს ხელოვნების სასახლეში ინგლისელი მწერლის, ქეითი დევისის წიგნის „ვამპირული ომების“ – წარდგინება გაიმართება.
„ვამპირული ომები“ ფენტეზის ჟანრის მოყვარულებისათვის განკუთვნილი ახალი ვამპირული საგაა. ის მკითხველს საინტერესო თავგადასავლებს უმზადებს – ადამიანებისა და ვამპირების ურთიერთობები, სისხლისმსმელების იერარქია თუ ცხოვრების წესი, სხვა ზებუნებრივი არსებები და სიყვარულის რთული, ჩახლართული ისტორია გულგრილს არავის დატოვებს.
პრეზენტაციაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ და გაესაუბრონ ავტორს, მიიღონ ავტოგრაფი, დაესწრონ წიგნის ილუსტრაციების შექმნას. გათამაშდება წიგნები და ილუსტრაციები ავტორისა და ილუსტრატორების ავტოგრაფებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები