Frontlaine Georgia-ში „ცემენტის ბაღი“ პრეზენტაცია გაიმართება

8 ნოემბერს Frontlaine Georgia-ში თანამედროვე ბრიტანელი კლასიკოსის, ბუკერის პრემიის ლაურეატის, იენ მაკიუენის პირველი რომანის „ცემენტის ბაღი“ პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციაზე გაიმართება დისკუსია და ენდრიუ ბირკინის მიერ წიგნის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება. წიგნს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ რედაქტორი ანა ჭაბაშვილი წარადგენს. ისაუბრებენ შოთა გაგარინი და ლაშა ბაქრაძე.
სპეციალურად პრეზენტაციისთვის წიგნი 25%-იანი ფასდაკლებით – 7,5 ლარად გაიყიდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები