“კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრში, რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა

„კულტურა მთაში“ პროგრამის ფარგლებში, ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრში, რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“პროგრამა „კულტურა მთაში“ აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნციაპლიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს მაღალმთიან აჭარაში შემოქმედებითი პროცესების გაძლიერებას, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებასა და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები:

ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლი „ელესა“;

შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ნაი“;

შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლის გოგონათა ბენდი „117“;

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი.

ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო”,- წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები