ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა საზღვაო ძალების მეთაურის გარდაცვალება დაადასტურა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) საზღვაო ძალების მეთაურის, კონტრადმირალ ალირეზა ტანგსირის გარდაცვალება დაადასტურა.
“მოწამე კონტრადმირალ ალირეზა ტანგსირიმ მძიმე და სასიკვდილო ჭრილობები მიიღო“, – ციტირებს ირანის სახელმწიფო მაუწყებელი IRGC-ის განცხადებას.
შეგახსენებთ, მანამდე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა და პენტაგონის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, ტანგსირის გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.