მოლაპარაკებები Creative Europe-ის წევრობასთან დაკავშირებით

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკომისიის განათლებისა და კულტურის გენერალურ დირექტორატთან პროგრამა Creative Europe-ის წევრობასთან დაკავშირებით.
მოლაპარაკებების შედეგად უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველო ჩაითვლება პროგრამის მონაწილედ 2015 წლის იანვრიდან. პლატფორმა ღიაა და საქართველო კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს 2015 წლისათვის შეეძლებათ, წარადგინონ თავიანთი პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმების ხელმოწერის და რატიფიცირებისთანავე.
შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქმნის Creative Europe Desk-ს, რომელიც კოორდინაციას გაუწევს Creative Europe-ის წევრობასთან დაკავშირებულ პროცედურებს და კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს, პროექტების მომზადებასა და კონკურსებში მონაწილეობისათვის, დახმარებას გაუწევს.
Creative Europe Desk-ის ჩამოყალიბებისა და ეფექტურად მუშაობის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლები 18-20 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრებიან. ვიზიტის ფარგლებში ისინი ეწვევიან პოლონეთის Creative Europe Desk-ს, შეხვედრას გამართავენ Creative Europe Desk-ის თანამშრომლებთან და გაეცნობიან მათი მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს თანამშრომლები ასევე ეწვევიან Creative Europe Desk-ის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს და გაეცნობიან მათ წარმატებულ პროექტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები