„მაჩაბელას“ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სიღნაღში „მაჩაბელას“ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში, რომელიც ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრ „მაჩაბელას“ ორგანიზებით ჩატარდება, საქართველოში არსებული თეატრალური სტუდიები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ფესტივალის დირექტორი მამუკა ლომაშვილი ამბობს: „ღონისძიების მიზანია, საქართველოში არსებული თეატრალური სტუდიების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ასევე მათი განვითარება, ნორჩი მსახიობების წახალისება და ჩართულობა შემოქმედებით პროცესში“.
„მაჩაბელას“ ბავშვთა და მოზარდთა თეატრალური ფესტივალი წელს სიღნაღში მერვედ ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები