იტალიური კულტურის საღამო

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი, 31 ოქტომბერს, I კორპუსის #07 აუდიტორიაში იტალიური კულტურის საღამოს გამართავს. საუბარი იქნება იტალიის ისტორიაზე, კულტურაზე, მოდასა და ხელოვნებაზე.
მოწვეული სტუმრები იქნებიან: თსუ-ის იტალიური ენის ლექტორი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი გიული კალატოზიშვილი; თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის დოქტორანტი; ლათინისტი თამარ ლეჟავა და იტალიის საელჩოს წრმომადგენელი.
აუდიტორიას შეეძლება სტუმრებისთვის კითხვების დასმა. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ კონსერვატორიის სტუდენტები იტალიელი კომპოზიტორების კომპოზიციებით. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები