„CAUCULT სივრცე, საქართველო 2014“

2 ნოემბერს ფესტივალი „CAUCULT სივრცე, საქართველო 2014“ ჩატარდება. ღონისძიება საერთაშორისო პროექტ „კავკასიის კულტურული ინიციატივების ქსელის მიერ გაიმართება. პროექტის პარტნიორები არიან: Interkulturelles Zentrum (ავსტრია); კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი – კავკასიური სახლი (საქართველო); მშვიდობისა და განვითარების აკადემია (საქართველო); ინტერკულტურულ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი, განათლება და დიალოგი (სომხეთი); YUVA ჰუმანიტარული ცენტრი (აზერბაიჯანი); არაფორმალური სწავლების ასოციაცია (ლიტვა). CAUCULT -ი საერთაშორისო, ინტერკულტურული პროგრამაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ კულტურასთან დაკავშირებული ინიციატივების განხორციელებას ეთნიკური, რელიგიური და კულტურული მრავალფეროვნების განმტკიცების მიზნით სამხრეთ კავკასიაში. პროექტის ერთ-ერთი მიზანია სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოსახლეობის გააქტიურება კულტურული ღონისძიებების მეშვეობით, ასევე ორმხრივი და ცოცხალი დიალოგისთვის ხელის შეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
„CAUCULT სივრცე“ წარმოადგენს სამწლიანი პროექტის „კავკასიის კულტურული ინიციატივების ქსელი“ შემაჯამებელ ფესტივალს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მოკლემატრაჟიანი ფილმები. გადაღებული პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დროს, დარბაზში განლაგდება ინფო მარკეტი სხვადასხვა კუთხეების მიხედვით (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო – აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და თბილისი), სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, გაესაუბრონ ქსელის წევრებს, ფესტივალზე თავიანთ კულტურას წარადგენენ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ანსამბლები და მომღერლები, ფესტივალი დაგვირგვინდება ქუჩის მოზაიკითა და სხვა გასართობი პერფორმანსებით. ფესტივალი 2 ნოემბერს 13:00 სთ-ზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე- 3 პავილიონში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები