გიორგი მარგველაშვილი: ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქის ნათელი სული – გმადლობ, თქვენო უწმინდესობავ თქვენი ქრისტიანული და ქართველური ღვაწლისთვის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღმერთმა გაანათლოს ჩვენი პატრიარქის ნათელი სული.
გარდაიცვალა – მშობლის სავანეს დაუბრუნდა საოცარი ადამიანი. გამორჩეული უნარის მქონე – იყოს გლობალური პროექტების საჭეთმპყრობელი და ამავე დროს ჰქონდეს ნაზი და მგრძნობიარე გული. იშვიათია, მასშტაბური აზროვნების და ინდივიდუალური თანაგანცდის ასეთი თანხვედრა ერთ ადამიანში. ჩვენს პატრიარქს ეს შეეძლო.
გმადლობ, თქვენო უწმინდესობავ თქვენი ქრისტიანული და ქართველური ღვაწლისთვის. გმადლობ, პირადად ჩემი ბევრჯერ ნუგეშისცემისთვის.
მიყვარხართ და მეყვარებით”,- წერს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები