ანრი ჯოხაძის ბოდიში და წითელი ვარდები ამალია ჯიბლაძეს – ვიდეო
მომღერალი ანრი ჯოხაძე „ნიჭიერის“ მონაწილესთან – ამალია ჯოხაძესთან ბოდიშის მოსახდელად ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ში იმყოფებოდა. მან „ნიჭიერის“ მონაწილეს ყვავილების თაიგული აჩუქა და მოუბოდიშა.
„ალბათ, ძალიან ეწყინა და ვნერვიულობ. ვეცდები. ჩემი საქციელი ასე გამოვასწორო“, – განაცხადა ანრი ჯოხაძემ.
ცნობისთვის, მანამდე ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის ვიდეო გაიზიარა და გამოთქვა ეჭვი, რომ “ნიჭიერის” მონაწილე ფონოგრამით მღეროდა. ჯოხაძის მოსაზრებას სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=522Bi6eNXhE” width=”560″ height=”315″]