“სამწუხაროდ, პეტერ ფიშერი ელჩი აღარ არის, ის გასულია ყველანაირი სტანდარტიდან და დიპლომატიური ჩარჩოდან” – არჩილ გორდულაძე
“სამწუხაროდ, პეტერ ფიშერი ელჩი აღარ არის, ის გასულია ყველანაირი სტანდარტიდან და დიპლომატიური ჩარჩოდან. დეზინფორმაციის ერთ-ერთ გამავრცელებელ პირად არის გადაქცეული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
ის საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ვადასტურებ ჩემს განცხადებას, რომ ყულევი შეტანილი იყო ევროკავშირის წინადადებაში და წარმოდგენილი იყო მტკიცებულებების პაკეტი”.
„დეზინფორმაციის გამავრცელებელი ე.წ. ელჩი თავისას არ იშლის. ცდილობს, რაიმე ნიუსის საფუძველი შექმნას, რასაც შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები გააშუქებენ და ამით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას შეეცდებიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.