ქუთაისის მერიამ ძროხები დააკავა
ქუთაისში კურიოზული შემთხვევა მოხდა. მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურმა ქუთაისის ბულვარში ოთხი ძროხა დააკავა.
როგორც „კვირას“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებული ძროხები საჯარიმოზე გადაიყვანეს, პირუტყვს კი იმ შემთხვევაში გაათავისუფლებენ, თუ მეპატრონე 50 ლარიან ჯარიმას გადაიხდის.
„სწრაფი რეაგირების გამო პირუტყვებმა ბულვარის ინფრასტრუქტურა ვერ გაანადგურეს. ძროხები საჯარიმოზე არიან გადაყვანილები და მას შემდეგ გათავისუფლდებიან, რაც მეპატრონე ჯარიმის სახით 50 ლარს გადაიხდის. მეპატრონეს ჯარიმის გადახდა იმიტომ დაეკისრება, რომ მომავალში მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს“, – განუცხადეს „კვირას“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.