გია ხუხაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ინფორმაცია “კვირას” სუს-ში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიებას ხუხაშვილთან კითხვები შემდეგ განცხადებასთან დაკავშირებით აქვს – “შეიძლება, დაიწყოს ტერაქტების სერია”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილი 12:00 საათზე უნდა მივიდეს.