ლატვიაში ნატოს გამანადგურებლებმა რუსული თვითმფრინავები აღმოაჩინეს

ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საზღვართან 7 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი აღმოაჩინეს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს ინციდენტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მეორე აღმოჩნდა. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში განლაგებულმა ნატოს F-16 ტიპის თვითმფრინავებმა თავდაპირველად 2 გამანადგურებელი სუ-24, მოგვიანებით კი მიგ-31 და სუ-27 გაიტაცეს. ერთი დღით ადრე მსგავსი ინციდენტი მოხდა, როდესაც ნატოს გამანადგურებლებმა 7 რუსული თვითმფრინავი აღმოაჩინეს.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულ თვითმფრინავებს ნატოს საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. ალიანსის პრესსამსახურმა „Agence France-Presse“-სთან ინტერვიუში ეს ინფორმაცია დაადასტურა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 მაისიდან ბალტიისპირეთის დაცვის მიზნით ნატომ გამანადგურებლების რაოდენობა 30-ჯერ გაზარდა. ესტონეთში, ლატვიაში და ლიტვაში საპატრულოდ პოლონეთის, დიდი ბრიტანეთის და დანიის სამხედრო-საჰაერო ძალების 12 თვითმფრინავი იყო გაგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები