სიღნაღის თეატრში სეზონი იხსნება

30-31 ოქტომბერს, სიღნაღის თეატრში სეზონი გაიხსნება. მაყურებლისთვის რეჟისორი მურად ვაშაკიძე ცნობილი დრამატურგის და ნოველისტის არიელ დორფმანის ნაწარმოების – “სიკვდილი და ქალწულის“ მიხედვით სპექტაკლს წარმოადგენს.
სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები ნანა ბუკია, თემურ მერმანიშვილი და თორნიკე მახარაშვილი ასრულებენ.
აღსანიშნავია, რომ ,,სიკვდილი და ქალწული“ საქართველოს თეატრის სცენაზე პირველად სიღნაღის თეატრში დაიდგა. აღნიშნული სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა პირველად 1991 წლის 9 ივნისს ლონდონში გაიმართა.
სპექტაკლი 30 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხოლო 31 ოქტომბერს, 16:00 საათზე დაიწყება.
4 ნოემბერს სიღნაღის თეატრი ქალაქ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში გასტროლებს გამართავს, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები