არჩილ გორდულაძე – ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე: როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი
“როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი განცხადებები ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს საზოგადოება უსამშობლოებს მართებულად უწოდებს.
„როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ საუბრობდე შენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობაზეც კი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც სამართლიანად საზოგადოება უწოდებს უსამშობლოებს. რომელთა მთავარი მიზანი არის, ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობა. მათ შორის ომის ქარცეცხლში ჩვენი ქვეყნის გადავარდნა, რათა შესრულდეს მათი პატრონების დავალება, რომ მხოლოდ სოციალური ფონის გაუარესების ფონზე შესაძლებელია ყურმოჭრილი მონების ხელისუფლებაში მოყვანა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა: “ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ირანმა პირდაპირ მიაყენოს დარტყმა საქართველოს”.