ლევან მახაშვილი: საქართველოს ხელისუფლება იაზრებს იმ საფრთხეებს, რაც ახლავს ამ გეოპოლიტიკურ ომს ჩვენს რეგიონში
აქამდე გვეგონა, რომ გეოპოლიტიკური გადაადგილების მთავარ სცენარს ვუყურებდით, თუმცა როგორც ჩანს აქამდე პრელუდიას ვუყურებდით და საჭადრაკო დაფაზე მთავარი გადაადგილებები ახლა მიმდინარეობს, მთავარი ფიგურები ჯერ წასაქცევია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა გადაცემაში „იმედი Live” განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ხედავს, რომ რეგიონში დენთის სუნი დგას და დომინოს ეფექტის გამოწვევა შეუძლია ნებისმიერ ნაპერწკალს.
„ქვეყანას აქვს ორი არჩევანი, სხვა გზა ფიზიკურად არ არსებობს. ერთი არის ომის, რომელიმე მხარის არჩევა და პაიკად გახდომა ამ საჭადრაკო დაფაზე. მეორე არის მაქსიმალურად გააზრება იმ საფრთხეების და რისკების რაც მომდინარეობს და მაქსიმალურად მშვიდობიანად რეაგირება ამ პროცესებზე. სწორედ ამას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იაზრებს იმ საფრთხეებს რაც ახლავს ამ გეოპოლიტიკურ ომს ჩვენს რეგიონში. საქართველოდან ბრიუსელამდე არის არის 3 200 კილომეტრი ცით გზა, საქართველოდან თეირანამდე არის 900 კილომეტრი მხოლოდ, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრიდან საქართველოს საზღვრამდე არის იგივე მანძილი, რაც თბილისიდან ხაშურამდე, ფაქტობრივად აქვე ყურისძირშია ეს ომი და ნებისმიერმა ნაპერწკალმა შეიძლება ააფეთქოს ეს პროცესი“, – განაცხადა მახაშვილმა.