თენგიზ შარმანაშვილი: საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდება

“აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა ახალ შეთანხმებას უნდა დაეფუძნოს და ორივე მხარისთვის მისაღები, მომგებიანი იყოს. დარწმუნებული ვარ, ამერიკაც დაინტერესებულია ურთიერთობის აღდგენისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა “პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდება.

„სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის შემდეგ, უკვე შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, რაც ბევრის მანიშნებელია. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს თეთრ სახლში როცა მიიწვევენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სერიოზულად ფიქრობს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს, რადგან არავინ ელოდა, რომ ერთი შეხედვით კონფერენციაზე წასული დელეგაცია შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტშიც და თეთრ სახლშიც გამართავდა. საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვა შორეულ პერსპექტივაში არ გადაიდება, რადგან ახლა ყველაფერი მართლა თავიდან არის დასაწყები. დარწმუნებული ვარ, ამერიკაც დაინტერესებულია ურთიერთობის აღდგენით ამ რეგიონში“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები