რატი იონათამიშვილი – საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს
“საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებისა და საუბრების დროს მაგიდასთან არის ის საკითხები, რომლებიც საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის გადატვირთვას ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და საბოლოოდ მიგვიყვანს ამერიკისა და საქართველოს საუკეთესო გადაწყვეტილებებთან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.