რატი იონათამიშვილი – დროთა განმავლობაში დავრწმუნდით, რომ „ნაცობა“ უსამშობლოს ნიშნავს
“დროთა განმავლობაში დავრწმუნდით, რომ „ნაცობა“ უსამშობლოს ნიშნავს,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ნაცების“ რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ბოლომდე არიან გაკოტრებულები. ჯერ კიდევ 2012 წელს, საზოგადოებამ მყარი უარი უთხრა, ეს უარი კიდევ უფრო მეტად დროთა განმავლობაში განმტკიცდა და დავრწმუნდით, რომ „ნაცობა“ უსამშობლოს ნიშნავს. საზღვარგარეთ დაწერილი სცენარები საქართველოში არ მუშაობს, მით უფრო, რომ საშინაო დავალების შესრულებაში ოროსნები არიან, ამიტომ, კიდევ ერთი საშემოდგომო გამოჰყვებათ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.