შალვა პაპუაშვილი: მართლაც სიმბოლურია, რომ სისხლიანი 9 წლის შემქმნელები და მხარდამჭერები კვლავ ერთად შეიყარნენ 9 სუბიექტის სახით

მართლაც სიმბოლურია, რომ სისხლიანი 9 წლის შემქმნელები და მხარდამჭერები კვლავ ერთად შეიყარნენ 9 სუბიექტის სახით, სიმბოლურია მათთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ ახალ ოპოზიციურ ალიანსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის „ჩვეულებრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის რეინკარნაცია“.

„რაც ვნახეთ, მართლაც სიმბოლურია, რომ სისხლიანი 9 წლის შემქმნელები და მხარდამჭერები კვლავ ერთად შეიყარნენ 9 სუბიექტის სახით, სიმბოლურია მათთვისაც. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა, რომელიც როგორც ადრე, ხან ერთ სახურავზე შეიკრიბებოდა, ხან გამოქვაბულში, ახლა ასე ვირტუალურად თუ არავირტუალურად, კვლავ შეიკრიბა. მიხეილ სააკაშვილი, როგორც ნაცმოძრაობის პრეზიდენტი, მისი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, მისი გენპროკურორი, მისი მინისტრის მოადგილეები, მისი იდეოლოგიური მხარდამჭერები და ე.წ. ექსპერტები, რომლებიც მის ყველა ნაბიჯს ამართლებდნენ, მათ შორის, 2008 წლის გაყალბებულ არჩევნებსაც, ეს ხალხი შეიკრიბა ერთად და არის ჩვეულებრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის რეინკარნაცია.

პირველი დასკვნა რაც არის, ეს არის ძალიან კარგი, რომ ხელოვნური დაშლები, რასაც ცდილობდნენ, რომ წარმოეჩინათ, ამ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს და ნაცები ისევ გაერთიანდნენ. ნაცური გაერთიანება ჩვენს თვალწინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები