საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თეთრ სახლში უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ხვდება.
მისივე თქმით, დღესვე დაგეგმილია შეხვედრები კონგრესმენებთან.
„დღეს დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა თეთრ სახლში, უშიშროების საბჭოში. ასევე ვაგრძელებთ კონგრესმენებთან შეხვედრებს. მთავარი საკითხი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია.
ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები ისევ სტრატეგიული პარტნიორობის სიმაღლეზე გადავიყვანოთ, თუმცა შევძინოთ დამატებითი ეფექტი, რომ არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე ეს პარტნიორობა.
გვექნება საუბარი ოკუპაციის საფრთხეებზე, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე, შესაბამისად ფართო სპექტრია იმ თემებისა, რომელსაც განვიხილავთ როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე კონგრესში“, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.