ირაკლი კობახიძე – სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას
მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
„საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომის ფარგლებში, მოლაპარაკებები გავმართე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ყურადღება გავამახვილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სექტორში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე და ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას,”- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
https://x.com/pm_kobakhidze/status/2029142562636693736?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ