დავით მათიკაშვილი – ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე: ჩვეულებრივად, პატარა „ნაცები“ არიან
„ჩვეულებრივად, პატარა „ნაცები“ არიან”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, მან ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე ისაუბრა.
“შეიძლება, იმ დროს ზედაპირზე არ ტივტივებდნენ, თუმცა კარგად ვიცით ჩვენ, რას წარმოადგენენ, როგორ “გაუპრავეს” სააკაშვილს არჩევნები, იგივე ნოდია, იგივე ცუცქირიძე ვინ და რა იყვნენ, ამიტომ, საზოგადოების მოტყუება ნამდვილად არ გამოვა“, – თქვა მათიკაშვილმა.