ეკა სეფაშვილი: აშშ-თან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება – ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-თან ურთიერთობებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება.

დეპუტატის თქმით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ამერიკისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ამ პროცესში საქართველოს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„საუბარი იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. აშშ-თან ჩვენი ინტერესია სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება – ოღონდ რეალური პარტნიორობის და არა მხოლოდ ფურცელზე დაწერილის.

აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვანია ამერიკისთვის და ამ რეგიონთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს აშშ-ში და ასევე მონაწილეობას მიიღებს სუვერენული ქვეყნების ალიანსის კონფერენციაში, სადაც განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები