“უი, ირანის ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი მოუკლავთ – მაგ პატარა შავ კაცს კი ვიცნობდი” – მიხეილ სააკაშვილი
“უი, ირანის ყოფილი პრეზიდენტი აჰმადინეჟადი მოუკლავთ. მაგ პატარა შავ კაცს კი ვიცნობდი”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ერთხელ ნიუ-იორკში შეხვედრისას ლექცია წამიკითხა შარიათის კანონის უპირატესობებზე და საქართველოში დამკვიდრებას მთავაზობდა. ეუჰ, არ დასცალდა საბრალოს.
ისე, ირანში რომ ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, ხამენეისთან შეხვედრაზე უარი ვთქვი და მხოლოდ პრეზიდენტი ხათამით შემოვიფარგლე. კი მეუბნებოდნენ მასპინძლები, რას შვრები – მთავარი კაცის დაიგნორება შეურაცხყოფააო, მაინც ხელი ვუკარი განსვენებულს”, – წერს სააკაშვილი.