ედიშერ გვენეტაძე – ეკა გიგაურზე და ზურაბ ჯაფარიძეზე: სულით ხორცამდე გაჟღენთილი ნაცები, ერთი 2007 წლის 7 ნოემბერს დაწინაურებულ-დაჯილდოებული და მეორე, რომელმაც იცოდა პატიმრების ციხეებში წამების ამბავი, მაგრამ არ ამხელდა – ქმნიან ვითომ ახალ გაერთიანებას
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში, ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება.
მისი თქმით, ეკა გიგაურს და ზურაბ ჯაფარიძეს, საქართველოს, ქართველი ხალხის დაუძინებელ მტრებს, უცხოეთის ნომრიან აგენტებს, უნდათ ნებისმიერი ფორმით ხელისუფლებაში მოსვლა.
„ სულით ხორცამდე გაჟღენთილი ნაცები, ერთი 2007 წლის 7 ნოემბერს დაწინაურებულ-დაჯილდოებული და მეორე, რომელმაც იცოდა პატიმრების ციხეებში წამების ამბავი, მაგრამ არ ამხელდა – ქმნიან ვითომ ახალ გაერთიანებას.
აი ამათ საქართველოს, ქართველი ხალხის და საერთოდ ადამიანების დაუძინებელ მტრებს, უცხოეთის ნომრიან აგენტებს, უნდათ ნებისმიერი ფორმით ხელისუფლებაში მოსვლა!“ – წერს გვენეტაძე.