ზაალ ანჯაფარიძე: “სისხლიანი 9 წლის” შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ – ზუსტად იგივეს, თან გაათმაგებული მასშტაბით
“ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, “ქართულ ოცნებას” კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. “სისხლიანი 9 წლის” შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იგივეს, თან გაათმაგებული მასშტაბით,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანჯაფარიძის შეფასებით, რთულია თქმა თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოჩვენებითი ერთობა, მაგრამ ვიდრე იარსებებს, გარე პატრონები მათგან მოითხოვენ აქტიურ და შემტევ ქმედებებს, რომ მხარდაჭერის საფუძველი ჰქონდეთ. შესაბამისად, გაზაფხულიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს.
„ ნაცმოძრაობისა და მის მიერ შობილი პარტიების მორიგმა ერთობამ, “ქართულ ოცნებას” კარგი პოლიტიკური საჩუქარი გაუკეთა, მოსახლეობას კი არჩევანი გაუადვილა. “სისხლიანი 9 წლის” შემოქმედნი ისევ ერთი ქოლგის ქვეშ შეიკრიბნენ და შესაბამისად, საზოგადოებამაც უკვე იცის რას უნდა ელოდოს მათგან, თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ზუსტად იგივეს, თან გაათმაგებული მასშტაბით!
ამ ერთობას მიეწება ახლადშექმნილი პარტია “თავისუფლების მოედანი,” რომელიც აქამდე თავს იმით იწონებდა, რომ ნაცმოძრაობის მმართველობასთან არაფერი გვაკავშირებს “სუფთა” ბიოგრაფიები გვაქვსო. სინამდვილეში კი ნაცმოძრაობასთან მათ აკავშირებთ უფრო მნიშვნელოვანი რამ უცხოური გავლენის აგენტობა და თითქმის იდენტური ღირებულებები და მსოფლმხედველობა. ასე რომ, მათი შეძრომა ამ ერთობაში სრულიად ლოგიკურად გამოიყურება.
მარტივია პასუხი კითხვაზე: რატომ ახლა? იმიტომ რომ მათ დასავლელ კურატორებს როგორც ჩანს მობეზრდათ ცალ-ცალკე პარტიებთან ლოლიავი და უბრძანეს – გაერთიანდით, შექმნით ჩვენთვის გასაგები და მისაღები ერთი ალტერნატიული ძალა, რომელსაც მხარს დავუჭერთ.
გუშინ, ეს ბრძანება შესრულდა.
რთულია თქმა თუ რამდენ ხანს გასტანს ეს მოჩვენებითი ერთობა, მაგრამ ვიდრე იარსებებს, გარე პატრონები მათგან მოითხოვენ აქტიურ და შემტევ ქმედებებს, რომ მხარდაჭერის საფუძველი ჰქონდეთ. შესაბამისად, გაზაფხულიდან პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. “ტვ-იმედის” და “პოს-ტვ” დასანქცირებაც ამ სცენარის ნაწილია.“ – წერს ანჯაფარიძე.