“ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, სხვის კუთვნილ 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ” – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე – 1995 წელს დაბადებული ს.ო. და 1989 წელს დაბადებული ლ.ა. ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული თაღლითური გეგმის მიხედვით, 1997 წელს დაბადებულ მ.მ.-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 123 800 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.

“სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ო. და ლ.ა. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები