“როიტერის” ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ირანის თავდაცვის მინისტრი და რევოლუციური გვარდიის მეთაური დაიღუპნენ
“ისრაელის თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ირანის თავდაცვის მინისტრი – აზიზ ნასირზადე და რევოლუციური გვარდიის მეთაური – მოჰამედ პაკპური დაიღუპნენ”, – ამის შესახებ “როიტერი” 3 წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩის აცხადებს, რომ, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ცოცხალია.
თუმცა, არსებული ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეის ბედი, ამ დროისთვის, გაურკვეველია – მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.