“მოვუწოდებ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ” – ანტონიუ გუტერეში
“მოვუწოდებ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ”, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, – იტყობინება guardian-ი.
როგორც გუტერეშმა აღნიშნა, ძალის გამოყენება საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„მოვუწოდებ მხარეებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ამის შეუსრულებლობა რეგიონული კონფლიქტის გაფართოების რისკს ქმნის, რაც მძიმე შედეგებს მოუტანს მშვიდობიან მოსახლეობასა და რეგიონულ სტაბილურობას“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.