“ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია” – კირ სტარმერი

“გაერთიანებულ სამეფოს დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, – იტყობინება skynews-ი.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს უნდა მიეცეს.

“ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები.

ცხადია, რომ მათ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არასდროს უნდა მიეცეთ. ეს რჩება გაერთიანებული სამეფოს და ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის აშშ-ის მთავარ მიზნად. მე ვგმობ ირანის დღევანდელ თავდასხმებს რეგიონში პარტნიორებზე, რომელთაგან ბევრი ამ კონფლიქტის მხარე არ არის. ჩვენ ვუცხადებთ მათ მხარდაჭერას და სოლიდარობას, როგორც ჩვენი ვალდებულებების ნაწილს ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოების მიმართ. ჩვენ გვაქვს თავდაცვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრი რეგიონში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაძლიერეთ”, – განაცხადა კირ სტარმერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები