გიორგი ვოლსკი – “იმედის და “პოსტივის” დასანქცირებაზე: ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება საქართველოსთან და არა მედიასაშუალებებთან მიმართებით
საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„იმედის და პოსტივის დასანქცირება, მით უმეტეს, რომ არცერთი ინფორმაცია, ამ მედიასაშუალებების გასული, არ არის მოწყვეტილი იმ რეალობას, ფაქტებს, რასაც თავად ბრიტანული, ან უკრაინული მედია აღიარებს, მიგვანიშნებს, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება საქართველოსთან და არა მედიასაშუალებებთან მიმართებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.